Triple C
A downloadable game for Windows
Triple C (Chur-Chur-Chkhela)
შენ ხარ ჩურჩხელა... და მაინცდამაინც შენს თავს თოფს ესვრი.
📋 ზოგადი ინფორმაცია
- შემქმნელები: დემეტრე კალანდარიშვილი, გიორგი მიქაძე, ალექსანდრე მიქაძე, ლაშა გიორგი ცხადაძე
- ჟანრი: 2D Strategy / Puzzle
- კამერა: Side-view
- ძრავა: Unity
- ჯემის თემა: "შენი ბურთი და მოედანი"
💡 კონცეფცია:
შენ ხარ ადამიანი, რომელიც ჯადოქარმა ჩურჩხელად გადააქცია. იმისთვის, რომ ამ საშინელ ტანჯვას თავი დააღწიო, ერთადერთი გზა დაგრჩენია — თავი უნდა მოიკლა!
- ყველა ხმა თამაშში გაკეთებულია პირით! 👄
- მუსიკა არის ჩვენი დაწერილი 🎵
- წამკითხველი ხმა არ არის AI, კითხულობს ალექსანდრე მიქაძე 🎙️
🎮 როგორ ვითამაშოთ (ტუტორიალი) (თუ გაიჭედე წაიკითხე)
თამაშის მთავარი მიზანია გაისროლო ტყვია ისე, რომ შენს თავს მოარტყა. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის:
- ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მოცემულია რიკოშეტების საჭირო რაოდენობა, რომელიც ტყვიამ ჩურჩხელამდე მისვლამდე უნდა შეასრულოს.
- ყოველი წარმატებული გარტყმის შემდეგ, აირჩიე 3 გაძლიერებიდან (Upgrade) ერთ-ერთი.
- მოხსენი ახალი რეკორდები (High Score), გახსენი უნიკალური სკინები და გაიგე ჩურჩხელას ისტორია!
- ნივთები შეგიძლია დადგმისას დაატრიალო მაუსის ბორბლით, რათა სწორი მიმართულება მისცენ ტყვიას.
- თუ ტყვია შევა პორტალში, მაშის ის გამოვა მასთან დაკავშირებული მეორე პორტალიდან.
- ტყბიის პორტალში შესვლა ითველბა რიკოშეტად.
- თუ ბურთს გაარტყი ტყვია, ტყვია გაჩერდება და შემდეგ წავა იმ მიმართულებით, საითაც მაუსს დააჭერ.
- ტყვიის ტრაექტორიის მაჩვენებელი არ არის ყოველთვის ზუსტი.
*დამატებითი ტუტორიალები დაგხვდებათ უშუალოდ თამაშის პროცესში.
🎯 თამაშის კავშირი ჯემის თემასთან
ჩვენი ინტერპრეტაცია თემასთან „ბურთი და მოედანი“ დაკავშირებულია როგორც უშუალოდ თამაშის მექანიკასთან, ასევე მისი შექმნის პროცესთან:
თამაშში მოთამაშე სრულიად აკონტროლებს საკუთარ მოქმედებებს. ის იმყოფება დახურულ სივრცეში და თავად წყვეტს, როგორ გაუშვას ტყვია, როგორ მოახდინოს მისი რიკოშეტი და საბოლოოდ როგორ მიაღწიოს მიზანს. ამ მხრივ „ბურთი და მოედანი“ ჩვენთვის ნიშნავს სრულ თავისუფლებას და პასუხისმგებლობას — მოედანი შენია, ბურთიც შენს ხელშია და შედეგიც მხოლოდ შენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.
ამავე დროს, ეს თემა ასახავს ჩვენი თამაშის შექმნის პროცესსაც. გვქონდა სრული თავისუფლება, შეგვექმნა ის, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებდა და რაც ყველაზე სახალისოდ მიგვაჩნდა. არ ვცდილობდით არსებული იდეების გამეორებას — ავიღეთ უცნაური, აბსურდული კონცეფცია, სადაც ბოროტმოქმედი ჩურჩხელად არის ქცეული და წინსვლისთვის საკუთარი ტყვიით უნდა „დაარტყას“ საკუთარ თავს. თამაშის ყველა ხმა (მუსიკის გარდა) ჩვენი პირით არის გაკეთებული, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს იმას, რომ ვიყენებდით იმას, რაც გვქონდა და რაც საუკეთესოდ გამოგვდიოდა.
📊 შეფასების სისტემა
თქვენი ქულები (Score) ითვლება შემდეგი კრიტერიუმებით:
- რამდენი რიკოშეტი გააკეთა ტყვიამ.
- რამდენი ცდა/ტყვია დაგჭირდათ ლეველის მოსაგებად.
- სად გაარტყით ჩურჩხელას (ყველაზე მეტი ქულა თავში გარტყმას მოაქვს!).
⌨️ კონტროლები
- მაუსის მარცხენა ღილაკი (LMB): პისტოლეტის გასასროლად / ნივთების დასადგმელად
- მაუსის ბორბალი (Scroll Wheel): ჩურჩხელას სამოძრაოდ / დასადგმელი ნივთების სატრიალოდ
🏆 სკინები და ისტორიები (მიღწევები)
შეასრულე მისიები ახალი კონტენტის გასახსნელად:
- შავი სკინი: აიყვანე რიკოშეტების რაოდენობა 8-ზე.
- მწვანე სკინი: დადგი მინიმუმ 1 წრე და 2 პორტალი.
- ლეგენდარული სკინი: გაადიდე ტყვია იმდენად, რომ ვეღარ ეტეოდეს ეკრანზე!
- ისტორია (ნაწილი 1): ააგროვე 2,000 ქულა.
- ისტორია (ნაწილი 2): ააგროვე 5,000 ქულა.
- ისტორია (ნაწილი 3): ააგროვე 10,000 ქულა.
⚠️ შენიშვნა: თამაში არ არის ბოლომდე ოპტიმიზირებული!
ჩვენთან ამ მონაცემებზე სტაბილურად მუშაობს, შედარებით სუსტ სისტემებზე კი ვერ შეგპირდებით 🤷♂️:
CPU: i5-13450HX | RAM: 16.0 GB | GPU: GTX 980






Leave a comment
Log in with itch.io to leave a comment.